GDI მანანა კობახიძის აცილებას და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას ითხოვს 

გამოქვეყნდა:

GDI საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მანანა კობახიძის, აცილების და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებისშუამდგომლობით მიმართავს.

შუამდგომლობის საფუძველი ინტერნეტსივრცეში გავრცელებული სუს-ის ფარული ჩანაწერები გახდა, რომელთა შორისაა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესა და საკონსტიტუციოს მოსამართლე მანანა კობახიძეს შორის გამართული საუბრის ჩანაწერის კრებსი. 

საქმე ეხება საკონსტიტუცი დავას -  „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი საუბრის თემა იყო საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმე - „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“ აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციის ფაქტს ადასტურებს პროტოპრესვიტერი, გიორგი ზვიადაძე, თუმცა უარყოფს კონსულტაციის გაწევას მოსამართლის მხრიდან. 

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მოსამართლე მანანა კობახიძეს მიმდინარე საქმეზე ჰქონდა კომუნიკაცია საქმის შედეგით დაინტერესებულ გარეშე პირთან,სავარაუდოდ გამოთქვა საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული პოზიცია, და განაცხადა, რომ ის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მოსაზრებას იზიარებდა. ამასთან, მანანა კობახიძემ სავარაუდოდ ერთგვარი იურიდიული კონსულტაცია გაუწია პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს და ურჩია, რომ საკუთარი აზრის ოფიციალურად დაფიქსირებისთვის შესაძლებელი იყო მისი მხრიდან „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნული ფაქტები კი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოსამართლის მიუკერძოებლობის სუბიექტურ და ობიექტურ ასპექტებს." ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში 

GDI მიიჩნევს, რომ მოცემულ კონსტიტუციურ დავასთან მიმართებით, მოსამართლე მანანა კობახიძის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი და მტკიცებულებები მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ის უნდა ჩამოცილდეს ანი გაჩეჩილაძის საქმის განხილვას. 

გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმის შესწავლა უნდა დაიწყოს  საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიამ და დაადგინოს ხომ არ ჩაიდინა მანანა კობახიძემ მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, რაც მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი