
აი ფაქტი "ენკას" მხრიდან კონტრაქტის გაწყვეტას ეხმაურება და იმ შედეგების შესახებ წერს, რაც შესაძლებელია ამ ფაქტს მოჰყვეს.
"იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კონტრაქტს თავად გააუქმებდა წინასამშენებლო ფაზაზე, ანუ იმ ეტაპზე, რომელზეც ახლაა, შეეძლო მთავრობისთვის მოეთხოვა გადაცემადი აქტივის შეძენა. მთავრობა კი ვალდებულია, ის შეიძინოს.
გადაცემადი აქტივი არის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიწა, გზები, ლიცენზიები და ნებართვები.
ამ ნაწილში განსაკუთრებით საინტერესოა მიწების საკითხი. გასულ წელს მთავრობამ “ენკას” პროექტის განსახორციელებლად 121 ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა. ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 325 ჰა არის, მათ შორის 296 ჰა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაა.
“ენკამ” ამ მიწაში სიმბოლური ფასი, 121 ლარი გადაიხადა. ახლა კი თუ მოინდომებს, შეუძლია სახელმწიფოს მასში საბაზრო ფასის გადახდა მოსთხოვოს.
კონტრაქტის მიხედვით, თუ მხარეები დავას ვერ გადაწყვეტენ მშვიდობიანი მორიგების გზით, საბოლოოდ, არბიტრაჟს უნდა მიმართონ.
ხელშეკრულებაში წერია, რომ კონფიდენციალური იქნება არბიტრაჟთან დაკავშირებული ყველა საკითხი, მათ შორის მისი არსებობაც. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, არბიტრაჟი ისე გაიმართოს, ვერც კი გავიგოთ.
არბიტრაჟი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, პარიზში უნდა გაიმართოს." წერს "აი ფაქტი"
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. შესაბამისად, "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება .
ამავე თემაზე:
"წინასაარჩევნო ტრიუკივით არ იყოს" - ვარლამ გოლეთიანის პირველი კომენტარი "ენკას" გაწყვეტილ კონტრაქტზე