პოლიციამ თბილისში "ჰეროინის" და "ამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკები ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1981 წელს დაბადებული მ.პ. დააკავა. 

უწყების ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

"პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება და "ამფეტამინის“ შემცველი 83 გრამი ნარკოტიკი", - ამბობენ შსს-ში.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას იმის მიერ, ვისაც წარსულში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აქვს ჩადენილი.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი