მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

მარტყოფში, საზოგადოებრვი ცენტრის შენობაში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა. დაზიანებულია შენობის მინები და ტექნიკა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. 

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი