სასამართლო პროცესის პარალელურად გლდანის ციხესთან რურუას მხარდამჭერი აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის გამომძიებელი, რომელიც რურუას დაკავების დროს უშუალოდ იმყოფებოდა ადგილზე. ჩხრეკის ოქმი სწორედ ამ გამომძიებლის შედგენილია. რურუას საქმის მთავარ გამყალბებლად დაცვის მხარე სწორედ გამომძიებელ დარსაველიძეს ასახელებს.

უკვე საათზე მეტია, რაც მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს. დაცვის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა იყო, რატომ არ მოხდა კამერაზე დაფიქსირება, როდესაც მათ მანქანაში საეჭვო ნივთი ნახეს. დარსაველიძის თქმით, იგი ამ დროს ოქმის შედგენით იყო დაკავებული და არ იცის, რას აკეთებდნენ სხვა პოლიციელები და რატომ არ ჩაიწერეს იარაღის პოვნის ფაქტი. 

ისევე, როგორც წინა პროცესზე, როცა მოხდა ბექა მახარაძის დაკითხვა, დარწმუნებული ვართ, რომ დღესაც გამოიკვეთება, რომ რეალურად პოლიციელები ცრუ ჩვენებებს იძლევიან. რაც ამტკიცებს იმას, რომ გიორგი რურუა აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი და მას იარაღი ჩაუდეს, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი

მისი თქმით, თუ დღეს პროცესზე საკმარისი დრო დარჩება გამომძიებლის გამოკითხვის შემდეგ, გამოიკითხება საქმის ექსპერტიც. 

სასამართლო პროცესის პარალელურად გლდანის ციხესთან გიორგი რურუას მეგობრებისა და ნათესავების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, მოწოდებით "გიორგი რურუა პოლიტპატიმარია".  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი