დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 სექტემბერს 12 948 ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 25.6%-ია აცრილი.
23 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა:
რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით:
ბოლო პერიოდში ქვეყანაში აცრების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საგანგაშოდ აფასებენ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 47 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2 646 ადამიანი გამოჯანმრთელდა.