ფაიზერის ვაქცინას ვარგისიანობის ვადა გასდის. მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ვაქცინაციის ბანერებს სისხლიანი პლაკატებით ცვლის, აცრის ტემპი თითქმის ნულამდე დაყავს და დღეში სიკვდილიანობა კვლავ 50-ის ფარგლებშია, პრეპარატი, რომელიც საჩუქრად მივიღეთ ფუჭდება.
მედიკოსები და ეპიდემიოლოგები უკვე მერამდენედ ადასტურებენ, რომ ტემპის დავარდნის მიზეზი საინფორმაციო კამპანიის არარსებობაა.
ხელისუფლებას პროცესი თვითდინებაზე იმდენად აქვს მიშვებული, რომ არ არსებობს დარჩენილი დოზების გამოყენების არანაირი გეგმა - მათ შორის არც მესამედ აცრის, ან მოზარდების ვაქცინირების შესაძლებლობა.