
ქუთაისში მაღაზიათა ქსელ "დეილის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
უცნობმა პირებმა მაღაზიაში შესვლა მინების ჩამსხვრევის შემდეგ მოახერხეს. მათ ობიექტიდან თამბაქო, სასმელები და ნუგბარი წაიღეს.
"დეილის" ახალ მაღაზიას მუშაობა დღეს უნდა დაეწყო, თუმცა დილით ადგილზე მისულ კონსულტანტებს, მარკეტი გაქურდული დახვდათ.
აღსანიშნავია, რომ მაღაზია ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინ მდებარეობს.
ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე.