62 წლის მწყემსის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი დააკავეს 

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. დააკავა. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ამბობენ შსს-ში.

ცნობისთვის, მკვლელობა თიანეთის მთებში მოხდა. მოკლეს 62 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ, თავდამსხმელთან მწყემსად მუშაობდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: 

თიანეთის მთებში კაცი მოკლეს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი