თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფმა პირებმა 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, გადასატანი ყუთის მოთხოვნაზე ცესკო-ს 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ.
მიმართვა 10:00-დან 22:00 საათამდეა შესაძლებელი ნომერზე - 2 51 00 51 შიდა ნომერი 0.
ცესკო-მ სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით 73 საარჩევნო უბანი შექმნა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.