პროცენტი ამერია რიცხვებში - ცერცვაძე ბოლო განცხადების განმარტებას აკეთებს

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფო დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ თითქოს კორონავირუსი საქართველოს მოსახლეობის 10%-ს აქვს მოხდილი, განმარტებები გააკეთა. 

ცერცვაძის განცხადების თანახმად, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ვირუსი გადაიტანა, 350 ათასამდე გამოდიოდა. მისი განმარტებით, რიცხვები მას პროცენტებში აერია. 

ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები არ არის შეჯამებული. დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვაქვს 6-10%. უნდა მეთქვა, რომ გვყავს 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე

მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ეს 6-10 ადამიანი არის ავადმყოფი და ისინი არიან უბრალოდ სეროპოზიტიურები, ანუ აქვთ ანტისხეულები.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი