სექტემბერში მილიონ აცრაზე ვოცნებობდით, როგორც ჩანს, არ გამოდის - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"რა თქმა უნდა ჩვენ კმაყოფილები არ ვართ. აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში გვქონდა 23 000 აცრა, 715 000 აცრა ჩატარდა მთლიანად აგვისტოში, სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით, გვქონდა დღეში 24 000 აცრა, ჩვენ ძალიან გვინდოდა სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო აცრის რაოდენობა, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. თანდათან აცრების მაჩვენებელი იკლებს ქვეყანაში. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ალბათ ის, რომ კომუნიკაციას ვაკლებთ მოსახლეობას ადგილზე". 

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი