ყაჩაღობა მარნეულში | 80 წლის ქალს სახლში შეუვარდნენ, გაკოჭეს და ფული და ოქრო წაართვეს

გამოქვეყნდა:

ყაჩაღობა მარნეულში - გვიან ღამით, შულავერის დასახლებაში 80 წლის ქალის სახლში ქურდები შეუვარდნენ. მეზობლების ინფორმაციით, სამმა მძარცველმა ქალი გაკოჭეს და ცივი იარაღის მუქარით ფული და ოქროულობა წაიღეს.

ცნობილი ხდება, რომ ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. დღეს ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი