კარლო კალაძის თაღლითური სქემის ერთ-ერთი მონაწილე ბრალდებებს უარყოფს. ბესო ფიფია კალაძეებისა და ორდენიძეების ოჯახებთან ნაცნობობას ადასტურებს, მაგრამ ამტკიცებს,რომ ნიკა გვარამიას მთავარ აქცენტებში გასული მისი და გარდაცვლილი ნანა მოდებაძის სატელეფონო საუბარი, სადაც ის ფულს ითხოვს, გაყალბებულია. ფიფია ამტკიცებს, რომ ორდენიძეების ოჯახმა "შოუ დადგა" და მათ ამაში ფული აიღეს.
ფიფია ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს ის პასუხებს დღეს გასცემს.
"თქვენ დაკავებული ხართ გოჭით და ინდაურით, კონკრეტულ კითხვაზე გპასუხობთ. ორდენიძეების ოჯახი რატო იქნა გამოყენებული ამ საქმეში, ვინ გადაუხადა ფული, რომ მერე ეს შოუ დაედგა და მერე გაქცეულიყვნენ ამერიკაში.
მე დღეს ყველა კითხვაზე ვუპასუხებ....კიდევ ერთხელ გეუბნებით, თქვენ როგორც ჟურნალისტს უნდა გრცხვენოდეთ...
კარლო კალაძე არის ღირსეული ქართველი კაცი, არ არის შპიონაჟით დაკავებული ორდენიძეებივით...თანხა არავის არ აუღია და არც გოჭი და არც ქათამი",-თქვა ბესო ფიფიამ.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და დახმარებას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი "15 კგ კარტოფილი" მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია.
ამავე თემაზე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი