"სანტა ბარბარა" მოაწყო გუშინ "მთავარმა არხმა" | კალაძის პირველი კომენტარი ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, ბრალდებების მთავარი ადრესატის შვილი თითქმის 24 საათის განმავლობაში ამ საკითხს უკომენტაროდ ტოვებდა. ხანგრძლივი დუმილი კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ დაარღვია და ერთი ოჯახის ტრაგედიას "სანტა ბარბარა" უწოდა.

„ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი სიბინძურე. სუფთა "სანტა ბარბარა" მოაწყო გუშინ, სამარცხვინოები ხართ, პირდაპირ გეტყვი. მე მესმის, არჩევნებია, ყველაფერს კადრულობთ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც, სავარაუდოდ, თავს დაიწვავს“, - თქვა კახა კალაძემ.

კახი კალაძის განცხადებას "ქართულ ოცნებაში" ჩატარებული ბრიფინგი უძღოდა წინ, სადაც სავარაუდოდ, საერთო მესიჯბოქსზე შეთანხმდნენ. კალაძემ და "ოცნების" სხვა წევრებმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გასულ ექკლუზიურ ინტერვიუს, რომელშიც კალაძეების კლანის საქმიანობა გაიშიფრა, კახა კალაძის წინააღმდეგ მიმართული თემა უწოდა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი