
ორდენიძეების ოჯახის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, ბესო ფიფია ხვალ, 27 სექტემბერს "მთავარი არხის გადაცემა, "მთავარი დებატების" საგანგებო გამოშვებაში, 23:00 საათზე, მის მიმართ არსებულ შეკითხვებს უპასუხებს.
ბესო ფიფია კარლო კალაძესა და ორდენიძეებს შორის სავარაუდო შუამავალია. ის ოჯახის ბრალდებებს უარყოფს, თუმცა მათ ნაცნობობას ადასტურებს.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი "15 კგ კარტოფილი მოითხოვეს", რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია.
ამავე თემაზე: