ბაზარი, 4 ბინა, ოქროული, ყველაფერი დავკარგე - ფიფიას თაღლითობაში რუსთავის ბაზრის ყოფილი მეპატრონეც ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსთავის აგრარული ბაზრის ყოფილი მეპატრონე იმდად მამედოვი ჯერ კიდევ 2017 წელს ადანაშაულებდა ბესიკ ფიფიას თაღლითობაში. მამედოვი დღესაც ამბობს, რომ ქონება სწორედ ფიფიას თაღლითური სქემის წყალობით დაკარგა. მისივე თქმით, ფიფია სარგებლობდა და სარგებლობს მფარველობით.

საუბარია პრემიერ ღარიბაშვილის სიმამრზე, თამაზ თამაზაშვილზე.

როგორც მამედოვი ამბობს, თავდაპირველად პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება რუსთავის აგრარული ბაზრის საქმეზე, თუმცა მოგვიანებით საქმე ფინანსურ პოლიციას გადაეცა. მამედოვის თქმით, საგამოძიებო უწყებაში მოწმეებიც მიიყვანა, რომლებიც ფიფიას თაღლითობას დაადასტურებდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

მამედოვი ამბობს, რომ რუსთავის ბაზრის გარდა, ფიფიას "წყალობით" ბინებიც დაკარგა:

ბაზარი დავკარგე, 4 ბინა დავკარგე, ოქროული დავკარგე, 800 000 დოლარამდე...აფერისტი, თაღლითი, საქართველოს ნახევარი ჰყავს ფიფიას გადაგდებული - ამბობს მამედოვი "მთავარ არხთან" საუბარში

შეგახსენებთ, ბესი ფიფიას სახელი კიდევ ერთხელ ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიაში ამოტივტივდა. მას კახა კალაძის მამასთან, კარლო კალაძესთან შეთანხმებით, თაღლითობასა და დიდი რაოდენობით ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ.

ფიფია ბრალდებებს დღეს "მთავარი არხის" ეთერში, "მთავარი დებატების" საგანგებო ეთერში უპასუხებს.

ამავე თემაზე:

ორდენიძეების ოჯახამდე ბესიკ ფიფიას თაღლითობაში სხვა პირიც ადანაშაულებდა | გიორგი გვიშიანის 2017 წლის სიუჟეტი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი