26 სექტემბერს რეკორდულად ცოტა, 6 617 ადამიანი აიცრა

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 სექტემბერს საქართველოში რეკორდულად ცოტა, 6 617 ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 27.2%-ია აცრილი. 

27 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 749 457 აცრა:

  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2%
  • სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.2%

რაც შეეხება აცრების სტატისტიკას რეგიონების მიხედვით: 

  • თბილისი - 3 756
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 416
  • გურია - 89
  • აჭარა - 694
  • რაჭა - ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 95
  • იმერეთი - 832
  • სამცხე - ჯავახეთი - 77
  • შიდა ქართლი - 197
  • მცხეთა - მთიანეთი - 93
  • ქვემო ქართლი - 191
  • კახეთი - 177

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 663  ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2383 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი