"დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ" - მეუფე ნიკოლოზი სუს-ის ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის აზრით, სუს-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებს "დუმილი უშველის". ამ თემაზე მან კომენტარი მედიასთან გააკეთა და აღნიშნა, რომ "ეშმაკს თავისი მსახურები" ყველგან ჰყავს.

მისივე თქმით, შემდეგ სინოდზე, სავარაუდოდ, დეკანოზ ილია ჭიღლაძის საკითხს განიხილავენ.

"[ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხი] დაყენებულია უკვე, წინა სინოდზე იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ნუ შემდეგი სინოდისთვის ალბათ კომისია მოგვახსენებს. მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ჩემი აზრით, ამის შესახებ, ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა. 

აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ. სამწუხაროდ, ეშმაკს ყველგან ჰყავს თავისი მსახურები, აღარ დავასახელებ, ჩემს გარშემოც შეიძლება ბევრია ვინმე, რა ვიცი,  ასე რომ ნუ დავაკონკრეტებთ", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.

 ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი