მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრები დისკვალიფიცირებულია

გამოქვეყნდა:

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრები დისკვალიფიცირებული იქნება ნებისმიერი WAF-ის მნიშვნელოვანი ჩემპიონატიდან (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) ან სხვა საერთაშორისო კონტესტიდან, რომელიც WAF-ის მიერ იქნება ორგანიზებული.

ამას გარდა, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ, დისკვალიფიკაციის გაუქმების მიზნით, ფინანსური ჯარიმები უნდა გადაიხადოს.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ, გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ვერ მოახერა მკლავჭიდთა და პარა მკლავჭიდთა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანეს WAF-ის ხელმძღვანელობა და მისი წევრები, რამაც ორგანიზაციისა და მისი გუნდის წევრების ფინანსური და რეპუტაციული ზიანი გამოიწვია.

დისკვალიფიკაციის ფარგლებში, ქართველ ათლეტებს არ შეეძლებათ, WAF-ის ჩემპიონატებზე დარეგისტრირდნენ.

17-27 სექტემბერს ბათუმს მკლავჭიდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ქართულმა მხარემ არსებული ვალდებულებები ვეღარ შეასრულა და ცნობილია, რომ ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ლიტვა უმასპინძლებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი