ეს ხომ ტრაგედიაა, რომელმაც ოჯახს დედაბოძი მოუკლა - თამარ ორდენიძე

გამოქვეყნდა:

"ეს ხომ არ არის ტრაგედია, რომელმაც ოჯახი ფინანსურად 0-ზე დასვა, ეს ხომ ტრაგედიაა, რომელმაც ოჯახს დედაბოძი მოუკლა" - ამის შესახებ კალაძეების კლანის შეწირულ მანანა მოდებაძის შვილმა, თამარ ორდენიძემ, "მთავარი დებატებში" ისაუბრა.

თამარ ორდენიძე გადაცემაში ბესო ფიფიასთან ინტერვიუს დროს მივიდა. ბესო ფიფიამ ორდენიძეების ოჯახი თაღლითობაში დაადანაშაულა, ხოლო მას შემდეგ, რაც თამარ ორდენიძე "მთავარი დებატების" სტუდიაში შევიდა, ბესო ფიფია გადაცემიდან გაიქცა.

თამარ ორდენიძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ ტელევიზიაში მისვლამდე მას ბესო ფიფიას დაცვა უთვალთვალებდა. ორდენიძე ამბობს, რომ ბესო ფიფიას მისი ეშინია, ვინაიდან ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც საქმის დეტალები იცის.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და დახმარებას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი "15 კგ კარტოფილი" მოითხოვეს, რაც  კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი