ჩაერიოს სახელმწიფო, გადაიხადოს, რაც გადასახდელია - პარაოლიმპიელები მკლავჭიდის ნაკრების დისკვალიფიკაციაზე

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს მკლავჭიდელთა ფედერაციის მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრები დისკვალიფიცირებულია. გადაწყვეტილება კონტრაქტის დარღვევას უკავშირდება. იმისათვის რომ დისკვალიფიკაცია მოიხსნას, ქართულმა მხარემ ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

პარაოლიმპიელები პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და ითხოვენ, რომ ფედერაციამ დისკვალიფიკაციის მოსახსნელად ყველაფერი გააკეთოს.

"იმ ხალხმა რა უნდა ქნას, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენები არიან და მხოლოდ ეს ერთადერთი საქმე იციან, თუნდაც მე, სხვა არაფერი არ ვიცი ხალხო, რა უნდა ვაკეთო. სახელმწიფოს ბრალია, აბა ჩემი ბრალია?! მე გავაფუჭე საქმე?! საერთაშორისო ფედერაციასთან საქმე არის გაფუჭებული ძალიან, ამიტომაც არის, რომ მოგვცა დისკვალიფიკაცია. უღრმესი მადლობა ვინც ეს გააფუჭეთ, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, ფედერაციისგან, სოსო ჯაჭვლიანს მოვთხოვთ ამაზე პასუხოს, პრეზიდენტი ეს არის. სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს ამაში სახელმწიფო, მოიხადოს ბოდიში თუ მოსახდელა და გადაიხადოს რაც გადასახდელია, ბოლოს და ბოლოს მილიონს ნაძვის ხეში ყრით და რაღაც სისულელე ბანერებში იხდით მილიონებს", - თქვა პარაოლიმპიელმა, ბესო ლეკიშვილმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი