დაახლოებით 900 000 ადამიანი ვაქცინაციის გარეშეა დარჩენილი, ძალიან დიდი ციფრია - ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დარჩენილია 900 000 ადამიანი, რომლებსაც ვაქცინის არცერთი დოზა არ აქვთ გაკეთებული.

მისი თქმით, თუ არსებული ვითარება მომდევნო 3 თვის განმავლობაში არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს, რომ "საქართველომ პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა".

"ეს ძალიან რთული საქმეა, ჩვენ არ ვლაპარაკობთ 2 და 3 ათას ადამიანზე, ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ სადღაც 900 000 ადამიანზე, რომელიც დარჩენლია ქვეყანაში ვაქცინაციის გარეშე. 900 000 ძალიან დიდი ციფრია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. თუ ამას სახელმწიფოც, კერძო სტრუქტურებიც, სამედიცინო დაწესებულებებიც, ადგილობრივი თვითმართველობაც განიხილავს როგორც მის ძირითად საქმეს, ჯერ კიდევ არის იმედი, რომ დარჩენილი 3 თვის განმავლობაში რაღაც გამოვასწოროთ, თუ არაფერი არ მოხდა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ ვერ მოახერხა პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების, ვაქცინაციის გამოყენება და ჩვენ ალბათ ეს სიტუაცია გაგვიგრძელდება 6-9 თვის განმავლობაში, სულ მინიმუმ", - თქვა ივანე ჩხაიძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი