ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოზე გამართულ ბრიფინგზე.
როგორც გაბუნია განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტრო გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად ჩართულობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში.
"ჯანდაცვის სამინისტრო დღეს-ხვალ გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების მეტად ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას, აიცრება, შესაბამისად მოხდება ოჯახის ექიმის და ექთნის ანაზღაურება, რათა მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და მეტად აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა. რა თქმა უნდა, ასევე გამოიყოფა ადმინისტრაციული რესურსი, რომე მეტად აქტიურად მოხდეს უბანზე მუშაობა. ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება, რომ დაბალი ტემპი რაც გვაქვს 60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დაიფაროს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
იხილეთ ასევე: