სომხეთის მოქალაქემ $2 700-ს სანაცვლოდ ალკოჰოლური სასმლის ყალბი აქციზური მარკები გაასაღა

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს სომხეთის მოქალაქე, რომელმაც  2 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ ალკოჰოლური სასმლის ყალბი აქციზური მარკები გაასაღა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქ. თბილისში, 2 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა ალკოჰოლური სასმელის მარკირებისთვის განკუთვნილი 3 051 ცალი ყალბი აქციზური მარკა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი