
ქედაში, სოფელ ზვარეში, გუშინ გვიან ღამით ორსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა - ინფორმაციას "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ადგილზე ქედის სახანძრო სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
დაზარალებულმა ოჯახმა სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.