
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 738-ს შეადგენს. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, დანარჩენილი ორი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით სატვირთო მანქანის მძღოლის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ის კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს.
ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში ახალი პაციენტებიდან არცერთი შეუყვანიათ. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ეზუგბაიას თქმით, სამიდან ერთის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, დანარჩენი ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
გაზრდილია ასევე გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. დღეის მდგომარეობით, კოვიდ ცენტრებში 153 პაციენტი მკურნალობს.
COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში: