პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხმის მიცემის დროს აგიტაციის წესი დაარღვია. ის უბანზე ლურჯი პირბადით მივიდა, რომელზეც "ქართული ოცნების" ლოგო იყო გამოსახული.
ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე "კანონის შესაბამისად იმოქმედებს".
"პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ ის მიბრძანდა საარჩევნო სიმბოლიკის პირბადით საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ცალსახად აქ დარღვეულია უბანზე აგიტაციის წესი", - თქვა ნათია იოსელიანმა.
ცნობისთვის, კუჭავამ დღეს საარჩევნო უბანზე სიმბოლიკით მისვლასთან ერთად, პირდაპირ თქვა, ვის მისცა ხმა.
იხილეთ ასევე:
დარღვევების მაგალითი მოქალაქეებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ აჩვენა - თამარ კორძაია