"ნაციონალური მოძრაობის" შტაბიდან თამარ კორძაიამ ბრიფინგი პირველი გამართა და არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ დარღვევების მაგალითი დღეს საქართველოს მოქალაქეებს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აჩვენა, რომელმაც პირდაპირ თქვა, ვის მისცა ხმა და საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა.
"ვაკის ოლქში- ბიულეტენები იყო მიტანილი ხარვეზით, უმეტეს შემთხვევაში საერთოდ არ იყო მერობის კანდიდატების ბიულეტენები წარდგენილი. 36-ე უბანზე შეჩერდა კენჭისყრა, სანამ არ გამოსწორდა ხარვეზი. მსგავსი პრობლემები იყო ვაკეში N39, 44, 58, 60, 74-ე უბნებზე.
ისნის ოლქში - ისნის საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთოდ არ მიაწოდა საუბნო საარჩევნო კომისიებს კოვიდუბნების სიები და არის რისკი, რომ ადამიანებმა ორჯერ მისცენ ხმა- ძირითად უბანზე და კოვიდუბანზე. ამის ერთი კონკრეტული მაგალითი გვაქვს 60-ე უბანზე
გლდანში - მასობრივად ხდება 100 მეტრიანი რადიუსის დარღვევა, მხარდამჭერების მობილიზება მმართველი პარტიის მიერ. ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ დღის ბოლოს არასასურველი ხმის შემთხვევაში მიაკუთვნონ გაფუჭებულ ბიულეტენებს",- თქვა თამარ კორძაიამ.
იხილეთ ასევე: