სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა - ახალი შემთხვევები ბოლნისში

გამოქვეყნდა:

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლნისის მერიის ინფორმაციით,  გუშინ გადაგზავნილი 122 ნიმუშიდან ორს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა. მათ შორის ერთი ქვემო ბოლნისიდანაა, ერთი კი სასწრაფოს მძღოლია.

ამ დროისათვის, ბოლნისში სულ 165 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, ქვეყანაში კი 738, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 573.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი