ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 33 ადამიანი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 2 292 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 235 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 212 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,8 მილიონზე მეტი.