ვიდეოფიქსაციის პროცესმა გამოიწვია - მირანდა მესხმა განმარტა, რატომ გაჭიანურდა ზუგდიდში, ოქმებზე ხელმოწერა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის დავალებით, უბნებზე, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, კომისიის წევრები ოქმებზე ხელს არ აწერდნენ.

საოლქო კომისიაში ოქმების მიტანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ადგილზე კომისიასთან უცხოელი დამკვირვებლები მივიდნენ.

მირანდა მესხის თქმით, არსებობდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ხელის მოწერა გაჭიანურდა. 

"მექანიკურად შეყვანილია მონაცემები, ყველა ოქმი არის გასაჯაროებული და ატვირთული. 15 მაჟორიტარული ოლქია სულ ზუგდიდში და თითოეული ოლქის მონაცემები მოიცავს 14-15 უბნის დაჯამებას. ეს არ მაქვს გაკეთებული, აწი მოიკვლევა და მოგეცემათ ინფორმაცია, სად ჩატარდება მეორე ტური, თუ ვლინდება გამარჯვებული კანდიდატი... ვიდეოფიქსაციის პროცესმა გამოიწვია, თითოეული ბიულეტენის ფიქსაცია ხდებოდა კამერასთან, თან 500-600 ამომრჩეველი როცაა...",- განმარტა მესხმა

ზუგდიდში ამ დროისათვის დათვლილია ხმების 46,79%. ცესკოს პირველადი მონაცემებით ენმ-ს კანდიდატს, ანზორ მელიას ხმების 47,46% აქვს, ხოლო "ოცნების" კანდიდატს მამუკა წოწერიას 40,62%

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი