ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას - ბრიტანეთის საელჩო არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო წერს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებას მხარს უჭერს. Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, რომ ხარვეზები, რომელზეც ორგანიზაციის დასკვნაშია საუბარი, უნდა აღმოიფხვრას.

საელჩო იმედს გამოთქვამს, რომ პოლიტიკური პარტიები მე-2 ტურის კამპანიაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით ჩაერთვებიან.

"მხარს ვუჭერთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.

აღნიშნული ხარვეზები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას. იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე2 ტურის კამპანიაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით", - წერს საელჩო.

ეუთო-ოდირის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა საერთო საარჩევნო გარემო შეაფასეს როგორც გამჭვირვალე, თუმცა ისაუბრეს იმ შენიშვნებზე და პრობლემებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა:  მკვეთრად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო  პროცესში მომხდარი კანონდარღვევების არასათანადო შესწავლა და პასუხისმგებლობის დაყენება, არათანაბარი ფინანსური გარემო, დამკვირვებლები, მოსყიდვა, დაშინება და ზეწოლა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი