საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა გუშინდელი არჩევნები შეაფასეს. ეუთო-ოდირის, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა საერთო საარჩევნო გარემო შეაფასეს როგორც გამჭვირვალე, თუმცა ისაუბრეს იმ შენიშვნებზე და პრობლემებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა: მკვეთრად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო პროცესში მომხდარი კანონდარღვევების არასათანადო შესწავლა და პასუხისმგებლობის დაყენება, არათანაბარი ფინანსური გარემო, დამკვირვებლები, მოსყიდვა, დაშინება და ზეწოლა.
ეუთო/ოდირის წარმომადგენლის განცხადებით, შეშფოთებას იწვევდა ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, ასევე ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების ჩარევას, რამაც მმართველ პარტიას არასათანადო უპირატესობა მისცა.
არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში, თუმცა ყოვლისმომცველი და გავრცელებულია ბოროტად გამოყენება მოქალაქე -დამკვირვებლებისა, როგორც პარტიის წარმომადგენლების. კერძოდ, ხდებოდა ჩარევა პროცესებში და ინდივიდუალური ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ" განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ჯონსონმა.