"ქართული ოცნება" სასამართლო სისტემაზე სრული კონტროლის დამყარებას კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება. უზენაესი სასამართლო სრულიად მოულოდნელად პლენუმის სხდომას ნიშნავს, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი წევრობის წანდიდატი უნდა დაასახელოს.
პოლიტიკურ კულუარებში ბოლო დროს აქტიურად განიხილება ვერსია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, შესაძლოა, ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაინიშნოს.
წულუკიანის სასამართლოში წასვლაზე პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს გარდა იმისა, რომ ის ნაჩქარევად მუშაობს მის დისერტაციაზე იურისტის ხარისხის მოსაპოვებლად და ნაჩქარევად ჩაინიშნა პლენუმის სხდომა უზენაეს სასამართლოში.
არასამთვრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ამ ფარული და მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი მმართველი პარტიის სურვილია საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი კანდიდატი დანიშნოს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პროცესში უფრო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს და პარლამენტს შესაბამისი ინიციატივითაც მიმართავს.