კიდევ 30 გარდაცვლილი და 867 ახალი შემთხვევა - 4 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 1877 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 867
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 877
  • მათ შორის გარდაცვლილი - 30
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 16 066 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  9 770, PCR ტესტით - 6 296
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5,4%, ბოლო 14 დღის - 5,42%, ბოლო 7 დღის - 4,94%
  • სულ აცრილია -  1 818 258, დღიურად აცრილია - 4 124
  • კარანტინის რეჟიმში - 31
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 133
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 601

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 235 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 212 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,8 მილიონზე მეტი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი