
ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 12:30 საათზე ჩაინიშნა, საქმეს კი მოსამართლე ჯემალ კოპალიანი განიხილავს.
ცომაიას ბრალად მძიმე დანაშაულის დაფარვა ედება, პროკურატურა მის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
პირი პოლიციამ 2 ოქტომბერს დააკავა, ის იმ ბინის მეპატრონეა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. პროკურატურა ამბობს, რომ ბინა მესამე პრეზიდენტს მან 30 სექტემბერს გადასცა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი უსამართლოა და პროკურატურის ლოგიკით, ყველა პირი უნდა დააკავონ, ვისაც მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი ჰქონდა.