აფეთქება კაბალში - მიზეზი სავარაუდოდ ბიზნესწილებზე დავაა

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც სოფელ კაბალში, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარები შეყარეს, ბიზნესწილებია.

შემთხვევა ლაგოდეხში გამთენიისას მოხდა.

ასევე არსებული ინფორმაციით, იყო აფეთქება, რა დროსაც დაზიანდა ეზოში მდგარი ავტომანქანა.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.

შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი