ჟანგბადდამოკიდებული იყო, ჰქონდა თანმხლები დაავადებები - ექიმი კოვიდით გარდაცვლილ 8 წლის ბავშვზე

გამოქვეყნდა:

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 8 წლის ბავშვი საავადმყოფოში შესვლისთანავე ჟანგბადდამოკიდებული იყო, 27 რიცხვიდან კი მართვით სუნთქვაზე გადავიდა.

"გართულებული იყო კორონავირუსული ინფექცია, ბაქტერიული თანმხლები ინფექციით, აღენიშნებოდა გრძელი ნუსხა თანმხლები დაავადებებით, ეს არის ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, ჰიპოტროფია, ფსიქო-მოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, რესპირატორული დისტრესი და ასევე გულის კომბინირებული მანკი", - თქვა მან.

მისი განცხადებით, ბავშვი შაბათს გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი