აცრების ინტენსივობის გაზრდის მიზნით, ხვალიდან მობილური ჯგუფები რეგიონებში გაიგზავნება - თქვა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ღიბრაძის განმარტებით, ლოკაციების შერჩევა დიდი დასახლებული პუნქტების მიხედვით მოხდება.
"აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნება სხვადსხვა რეგიონების სხვადსხვა დასახლებულ პუნქტებში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოთ",- თქვა ღიბრაძემ.
ამავე თემაზე:
კიდევ 42 გარდაცვლილი და 2 800 ახალი შემთხვევა - 5 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა