ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრისთვის ექიმი და ექთნები დამატებით თანხას მიიღებენ. მისი თქმით, წახალისების კამპანია დაიწყება ამ კვირიდან, როგორც კი მთავრობა შესაბამის დადგენილებას მიიღებს.
"ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემა პირველ რიგში ითვალისწინებს, რომ მათ ჩაატარონ კონსულტაცია და აუხსნას დეტალურად 60 წელს ზემოთ მოქალაქეს ვაქცინაციის სიკეთეების და გვერდითი მხარეების შესახებ. ამისთვის განსაზღვრული თანა არის 20 ლარი, საიდანაც 80 პროცენტი უნდა მოხმარდეს ექიმის და ექთნის ანაზღაურებას და 20 პროცენტი შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს ასანაზღაურებელი თანხის 50 პროცენტს - პირველი აცრის შემდეგ; მეორე აცრის შემდეგ მიიღებს მეორე 50 პროცენტს - ეს არის შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სქემა", - თქვა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დანამატი 4 ლარით განისაზღვრა, ხოლო ოქტომრბის შუა რიცხვებიდან იმუნიზაციის მარათონი იქნება.
მისივე ინფორმციით, ექიმებს და ექთნებს აცრების რაოდენობის შესაბამისად ანაზღაურება გაეზრდებათ.