ფოთის ცხელების ცენტრში COVID 19-ის სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს შორის სამი ჩვილია

გამოქვეყნდა:

ფოთის ცხელების ცენტრში ხუთი პაცინტის ტესტის პასუხებს ელოდებიან. COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით პაციენტები კლინიკაში გუშინ მოათავსეს, მათ შორის 3 ჩვილია. 

სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის უკვე გააგზავნეს, ორს კი დღეს აუღებენ სინჯს.

პაციენტები ფოთიდან და ლანჩხუთიდან არიან. უცნობია, შესაძლო ინფიცირების წყაროც. ხუთივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი