თელავში, სასწრაფოს მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში.

ქუთაისისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებულ წრიულზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება მცირედით დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის მიზეზებს სწავლობენ. 

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი