კიდევ 28 გარდაცვლილი და 2 228 ახალი შემთხვევა - 7 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

გამოქვეყნდა:

საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი, 1 711 კი გამოჯანმრთელდა. 

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 31 828 კვლევა, აქედან 18 619 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 13 209 ​PCR-ით. ქვეყნის მასშტაბით აიცრა 9 075 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7%-ია, ბოლო 14 დღის - 5,63%-ია, 7 დღის - 5,61%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 638 შემთხვევა;
  • აჭარა - 128;
  • იმერეთი - 469;
  • ქვემო ქართლი - 125;
  • შიდა ქართლი - 100;
  • გურია - 82;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 241;
  • კახეთი - 324;
  • მცხეთა-მთიანეთი - 40;
  • სამცხე-ჯავახეთი - 52;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 490 აქტიური შემთხვევაა. 4 150 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 435, აჭარაში - 355, იმერეთში - 942. მძიმე პაციენტია 959 პირი, მათ შორის, თბილისში - 330, აჭარაში - 90, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 256 პირი, მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26, იმერეთში - 29. 633 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 306 - თბილისში, 185 - აჭარაში. 15 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 59, ხოლო აჭარაში - 6. თვითიზოლაციაში იმყოფება 16 085 ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 626 058 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 596 380 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 162 კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 236 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 213 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,8 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი