12-15 წლის ასაკის, ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში აცრის რეკომენდაციას გავცემთ - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 12-დან 15 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები აცრას შეძლებენ. ამ თემაზე მან ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

მისი თქმით, ინდივიდუალურ საფუძველზე დაკმაყოფილდება მოთხოვნა მოგზაურობის, ან სხვა ქვეყანაში პირველი დოზით აცრილი პირებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი