უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა - ტვინდემია, დატყუპება გრიპისა და კოვიდის - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, ე.წ. წლევანდელი ტვინდემია - ტვინინგ იცით რა არის, დატყუპება ანუ. ტვინდემია ანუ დატყუპება ამ ორი ინფექციის, გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა, ამიტომ მინდა მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. 

თუ არ ავიცერით და თუ კრიტიკული მასა არ დაგროვდა იმუნური ფენისა ქვეყანაში, სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55%-ის ფარგლებში ეს მასა, თუ ეს არ იქნა 80% ანუ გადატანილი პლიუს აცრილი, ბოლო 6 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ გვექნება რთული ნოემბერი".

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი