საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შესაძლოა, ვასილ როინიშვილი გახდეს. უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები ამბობენ, რომ სასამართლო სისტემა ჩაკეტილია და სისტემის გარეთ მყოფ პირს მოსამართლეობის შესაძლებლობას არ აძლევენ. სწორედ ამით ხსნიან ვასილ როინიშვილის კანდიდატურის წარდგენას. მათივე ინფორმაციით, როინიშვილი სასამართლო კლანთან დაახლოებული პირია.
უზენაესი სასამართლოს შენობასთან „ლელოს“ წარმომადგენლები იკრიბებიან, რომლებიც სასამართლოში კლანის გავლენებს აპროტესტებენ.
დღეს კიდევ ერთხელ ინგრევა მითი „ქართული ოცნების“ წარმატებული სასამართლო რეფორმის შესახებ, როდესაც სულ რაღაც ერთ საათში, ამ შენობაში აირჩევენ კონსტიტუციის დარღვევით ადამიანს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში კონსტიტუციის მთავარი დამცველი უნდა ყოფილიყო. ამ სისტემას აღარავინ აღარ ენდობა უკვე, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
„ლელოს“ წარმომადგენლების თქმით, „ქართული ოცნება“ სასამართლო სისტემას იტაცებს, რაც ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე აზიანებს.