კორონავირუსი და გრიპი | რა გველოდება ნოემბერში და რას გეგმავს "ოცნება"

გამოქვეყნდა:

ეპიდემიოლოგები უმძიმეს თვეებს გვიანონსებენ. კორონავირუსთან ერთად უახლოეს პერიოდში გააქტიურდება და ძალას მოიკრებს გრიპის სეზონური ვირუსიც.

ეს დუეტი კი კრიტიკული იქნება და მოქალაქეების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მთლიანად ჯანდაცვის სისტემას მორიგი საფრთხის წინაშე დააყენებს. რას აკეთებს ხელისუფლება გარდაუვალი პრობლემების ფონზე უცნობია.

არც კორონავირუსზე და არც გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია არ მიმდინარეობს შესაბამისი ტემპებით. ქვეყანას არ აქვს შესაბამისი მარაგები და უფრო უარესიც - ქართული ოცნების მთავრობა პანდემიასთან ბრძოლის ბიუჯეტს 300-ს მილიონ ლარზე მეტით ამცირებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი