ვასილ როინიშვილი, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნოს - უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც "მთავარ არხს" როინიშვილმა სხდომის დაწყების წინ განუცხადა, შემოთავაზება რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან მიიღო. როინიშვილს იმედი აქვს, რომ მის კანდიდატურას საკმარისი მხარდაჭერა ექნება.
რაც შეეხება ბრალდებებს, რომ ის კლანთან დაახლოებული პირია, როინიშვილი ამბობს, რომ მსგავსი შეფასებები და ბრალდებები მხოლოდ ღიმილისმომგვრელია.
მე როგორც ვიცი, დასახელებული იყო კანდიდატურა.. ყველა ხელისუფლებას გააჩნია თავისი დაკომპლექტების წესი. მთავარია კანდიდატურა შეირჩეს ისე, რომელიც ასახავს დამნიშნავის პოზიციას. ანუ ამ შემთხვევაში, პლენუმის. საზოგადოება ხომ არ ირჩევს ამ შემთხვევაში, - ამბობს როინიშვილი.
ვასილ როინიშვილის კანდიდატურის დასახელება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვისაც იმის დამადასტურებელია, რომ ე.წ. სასამართლო კლანი კიდევ უფრო გაძლიერებას და ყველა პოზიციაზე სასურველი კადრების დანიშვნას ცდილობს.