ბათუმში მომხდარ ნგრევაზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და დაწყებულია გამოკითხვებიც. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრმა გააკეთა, რომელიც შემტხვევის ადგილზე იმყოფება. მისივე თქმით, მაშველებს გდდ-ს თანამშრომლებიც ეხმარებიან, თუმცა რთუყლი ვიტარებიდან გამომდინარე იმ ფიზიკურად ვერ იმუშავებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობა მაშველების. მისივე თქმით, სწრაფად მუშაობა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება:
"წინასწარი მონაცემებით იყო რამდენიმე ვერსია, ჩვენი ინფორმაციით, მიდიოდა სამშენებელო სამუშაოები, მესაკუთრე აკეთებდა ამას და შეიძლება ეს იყოს მიზეზი, გამოძიება მიდის და დადგინდება, საყრდენი კედლის გამოცლის ან სხვა მიზეზი, თუ დადგინდება პასუხისგებაში მიეცემიან" - ამბობს გომელაური.
შეგახსენებთ, კორპუსის სადარბაზო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს დილით ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. გვერდით მდებარე შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.